საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 95
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ საექიმო საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე “ და „ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე