საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 92
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
დ. გვინდაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 თებერვლის № 53 განკარგულება „ პ. პეტრიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ “ .
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე