სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
89
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 89

2008  წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „ მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთ­რე­ბაში არსებული მოძრავი ქონება – ვიდეოკასეტები (სულ 228 ერთეული):

- BETAKAM SP  დიდი ზომის (98 ერთეული);

- BETAKAM SP  პატარა ზომის (59 ერთეული);

- S-VHS (34 ერთეული);

- VHS (37 ერთეული).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადაცემი­სათ­ვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონ­მდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

   პრემიერ-მინისტრი                   ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია