საქართველოს მთავრობის
განკარგულება №5 6 3
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოუყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი შემდეგი სამუშაოების განსახორციელებლად:
ა) ხონის მუნიციპალიტეტში ხონი-ნოღა-ძეძილეთის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია – 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) ქ. ხონის ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია – 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა მ. ჩოგოვაძემ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური