სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
558
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2009-07-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №558

2009 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამ­ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მინის­ტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 15 ივლისის № 15/827 წე­რი­ლი) ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქო­ნე­­­ბის სა­ხით, სა­ხელმწიფო საკუთ­რე­ბაში არსებული უძრავი ქონების – ქ. ხონში, პ. კაკაბაძის ქ. № 6-ში მდებარე ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის შენო­ბა-ნაგებობის (ძირი­თადი კორპუსი – 591.1 კვ.მ, ავტოფარე­ხე­ბი – 408.8 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 1608 კვ.მ არასა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშ­ნუ­ლების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძ­რავი ქონების) სარეგის­ტ­რაციო № 370707147) გადაცემის შე­სახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორცი­ე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინე­ბუ­ლი ღონისძიებები.

 

  პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია