„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1605
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016248
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1605

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)განკარგულებით დამტკიცებულ  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას“  (დანართი №1) დაემატოს „კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ1)  საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;“;

ბ)    განკარგულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხას“  (დანართი №2) დაემატოს „ღ“ ქვეპუნქტი  შემდეგი რედაქციით:

„ღ)  საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია