„2013 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 აგვისტოს №1090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1603
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016246
„2013 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 აგვისტოს №1090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1603

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„2013 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2013  წლის 20 აგვისტოს №1090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2013 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 აგვისტოს № 1090  განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“  ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 05) გამყოფილი ასიგნებებიდან  1  700 200 (ერთი მილიონ  შვიდასი ათას ორასი) ლარი მიიმართოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                              ი. ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია