საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1597
2013 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საარქივო მომსახურების და საარქივო დოკუმენტების შენახვის მომსახურების მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა 395 000 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი