„მოღნისის, სურბმინასისა და სურბნიშანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის №671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1587
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016232
„მოღნისის, სურბმინასისა და სურბნიშანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის №671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1587

2013 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის № 671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის № 671 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22, 23 პუნქტები:

„21. მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიას მიენიჭოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის უფლებამოსილება.

22. მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიას მიენიჭოს ეკლესიების მომიჯნავედ არსებულ ქონებაზე ექსპერტიზის ჩატარების საჭიროებისა და ექსპერტიზის დამკვეთი უწყების განსაზღვრის უფლებამოსილება.

23. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს მოღნისის, სურბმინასისა და სურბნი შანის ეკლესიების მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                      ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია