საქართველოს მთავრობის
განკარგულება №549
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქ. № 68ა/ჩიქოვანის ქ. № 2-ში მდებარე 4119.74 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი და მასზე დამაგრებული წილობრივი მიწის ნაკვეთი) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 20 ივლისის № 15/855 წერილი) თვითმმართველი ქალაქი თბილისის საკუთრებაში, ძირითადი ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქ. № 68ა/ჩიქოვანის ქ. № 2-ში მდებარე 4119.74 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობისა და მასზე დამაგრებული წილობრივი მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო № 01.14.14.009.017) გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური