„სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის №373 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის №373 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №81

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

„ სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის №373 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის №373 განკარგულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს სოფელ გედსამანიაში მისასვლელი საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, ხოლო 2007 წელს დაიწყოს და 2008 წლის ბოლომდე განახორციელოს სოფლების ხოფურისა და გაღმა ბაბილის დაზიანებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები, რომელთა დაფინანსება სამუშაოების შესაბამისად განხორციელდეს „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ და `საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონების საფუძველზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია