საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 80
2008 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„ ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ ნიქოზი-ავნევის საავტომობილო გზის მოწყობისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 მარტის № 150 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ნიქოზი-ავნევის შვიდკილომეტრიანი საავტომობილო გზის მოწყობა და მისი მოხრეშვა, აგრეთვე იმავე წელს განახორციელოს ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ერედვი-ხეითის (ცხინვალის შემოვლითი გზა) ათკილომეტრიანი მონაკვეთის საავტომობილო გზის საფარის კონსტრუქციის გაძლიერებისა და ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის ერედვი-ხეითის 4-6 კმ მონაკვეთზე (ცხინვალის შემოვლითი გზა) წვერიახოს უღელტეხილის გვერდის ავლით ახალი მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოების დაწყება, რომელთა დამთავრების ვადად განისაზღვროს 2008 წელი. “ ;
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება შესაბამისად განხორციელდეს „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ და „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონების საფუძველზე ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. “ ;
გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს განკარგულების მე-3 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე