2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
594
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №594

2008 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

2008-2009 წლების ზამთრის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნ­ველყოფის მიზნით:

 1. 2008-2009 წლების ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ნება დაერთოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარ­ტამენტს რეგი­ო­ნა­ლური სატყეო სამმართველოების მეშვე­ობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს:

ა) სახელ­მწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერი­ტორიაზე საშეშე კატეგორიის ხეების (ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, დაზიანებული, დაავადებული) აღრიცხვა (მო­ნიშვნა), საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამაგრება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების ტერიტორიებზე საშეშე კატეგორიის ხეების აღრიცხვა, საბიუჯეტო ორგა­ნიზაციებისათვის კომისიური წესით (ადგილობრივი თვით­მმარ­თველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილე­ობით) დამაგრება და გაცემა.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­­ნოებს საბიუჯეტო ორგანიზაციების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის ტერი­ტორიულ ორგანოებთან – რეგიონალურ სატყეო სამმართვე­ლოებთან კოორდინაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციების უფლებამოსილი პირების ან მათი წარმომადგენლების ტყეკაფებში ორგანიზებულად დასაშ­ვე­ბად.

3. ეთხოვოთ სახელმწიფო რწმუნებულებს _ გუბერ­ნატორებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთე­უ­ლებში კოორდინაცია გაუწიონ ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოების მიერ ამ განკარგულებით დასახულ ღონისძიებათა განხორციელებას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი          ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია