საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 802
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისადб საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ,,სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამით“ (ორგანიზაციული კოდი: 35 18 02 15) განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, ამავე პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური