საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 74
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ მისთვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – ბაგრატის ტაძრის კვლევითი სამუშაოების დაწყების მიზნით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე