„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
592
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №592

2008 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საო­მარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ სა­ქარ­­თველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 547 გან­კარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და ადგილობ­რივი თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქარ­თველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-13 მუხლის შესაბამისად „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონ­დიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამო­უყოს შესაბამისი თანხა გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახე­ბისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად თითო­ეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდე­ნობით.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია