საქართველოს მთავრობის
განკარგულება №538
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის № 397 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სესხის გაცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის № 397 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა” და „ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შპს ,,რუჯი “ _ 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;
ბ) შპს ,,გუგული “ _ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური