საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
797
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

  ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 797

2009 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს ,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო  ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით გათვალისწინებული სადაზღვევო ვაუჩერების ბეჭდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სკოლების და ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის დაზღვევისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი: 32 09 02 ).

პრემიერ-მინისტრი                                                                               ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია