საქართველოს მთავრობის
განკარგულება №533
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის № 69 დადგენილების შესრულების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის № 482 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის № 69 დადგენილების შესრულების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის № 482 განკარგულებით შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის შემადგენლობას დაემატოს:
| ,,ზურაბ უტიაშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ”. |
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური