საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 67
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
ვ. ლეჟავას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ ლეჟავა.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის № 501 განკარგულება „ დ. ნატროშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ “ .
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე