საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 64
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
დ. ძაგნიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე – „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე “ და „ სახელმწიფო რეესტრის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ . გურგენიძე