საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 59
2008 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ აჭარ ენერჯი 2007“ -ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ აჭარ ენერჯი 2007 “ -ს შორის გასაფორმებელი მემორანდუმი.
2. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მემორანდუმს ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე