საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №576
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ქ. ხობში, კოსტავას ქ. № 3-ში მდებარე უძრავი ქონების ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება ,,ქ. ხობში, კოსტავას ქ. № 3-ში მდებარე უძრავი ქონების ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 აგვისტოს № 1-1/1682 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე