სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
573
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №573

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის ნებართვის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღო­ნის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორცი­ელების მიზნით ნება დაერთოს მარნეულის მუნიციპალიტეტს ქვემოთ ჩამოთვლილ კონკრეტულ პროექტებზე საქონლის, სა­მუ­შაოთა და/ან მომსა­ხურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლა­პარაკების გზით:

- 119 560 (ას ცხრამეტი ათას ხუთას სამოცი) ლარი – სოფელ ხიხანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;

– 62 706 (სამოცდაორი ათას შვიდას ექვსი) ლარი – სოფელ ხიხანში გამავალი სასმელი წყლის მილების რეკონსტრუქცია;

– 79 500 (სამცდაცხრამეტი ათას ხუთასი) ლარი – ხელოვნურსაფარიანი მინი-სტადიონის მოწყობა;

– 74 294 (სამოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდათოთ­ხმეტი) ლარი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქ. მარნეულში გამავალ წყალსადენებზე ავარიების აღმო­საფხვრელი სამუშაოები.

2. სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ბოლ­ნი­სის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალ­კის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ რუს­თავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დ. კირ­კიტაძემ განახორციელოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის ზედამხედ­ველობა „ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქ­მიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ “ საქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის საფუძველზე.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია