„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
568
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №568

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

  „საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლი­ლება „ საომარ მდგომარე­ობასთან დაკავშირებული ზოგი­ერთი ღონისძიების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში და პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „ საქარ­თველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (თ. მარტიაშვილი) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

2. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაად­გილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზა­ციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლის, მომსა­ხურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორ­ციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „ სა­ხელ­­­მწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესა­ბამისად. დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით გადაად­გილებულ პირთათვის შესყიდული საქონლისა და მომსა­ხურების გადაცემა, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანის უზრუნ­ველსაყოფად საქონლისა და მომსახურების გადაცემა გან­ხორციელდეს გამარტივებული წესით, კერძოდ, თუ შეუძ­ლებელია ჰუმანიტარულ დახმარებაზე, შესყიდულ საქო­ნელსა და მომსახურებაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზაციები (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) გააფორმებენ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტს. “

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია