საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
563
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №563

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „ საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციე­ლებელი პროექტების ფონდიდან “ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 13 900 000 (ცამეტი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობისა და რეაბილიტა­ციისათვის;

ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 700 000 (თორმეტი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი, საომარი მოქმე­დე­ბების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლე­ბის შესაძენად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნე­ბუ­ლებმა – გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიო­ნული მართვის საკითხებში დ. ტყეშელაშვილმა და საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური).

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელების უზრუნველსაყოფად შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია