„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №519 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
562
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს №519 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №562

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

  „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 519 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ,,სა­ქარ­თველოს რეგიონებში გან­სახორციელებელი პროექტე­ბის ფონდიდან” თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2008 წლის 6 აგვისტოს № 519 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული `საქარ­თვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონ­დი­დან~ სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელ­შეწყო­ბის ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბ. კვეზერელი) შპს „ მტკვარი-მ“ -სათვის საკრედიტო რესურსის გასაცემად გამო­უყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.“ .

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

 

 

კრებსითი — სრული ვერსია