საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
561
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-08
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №561

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2008 წლის რთვლის ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტს“ „ 2008 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამის დასაფინასებლად გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – „ ვაზისა და ღვი­ნის დეპარტამენტმა „ სამტრესტმა“ ზემოაღნიშნული პრო­გ­­რამის ფარგლებში საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია