„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
560
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-04
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №560

2008 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის “ „ ექსპორტის წახალისებისა “ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურ­ნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრუ­ლებასთან დაკავშირებულ ღო­ნის­ძიებათა შესახებ “ საქართვე­ლოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის № 75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე:

1. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რთვლის პერიოდში საწარმოების მიერ მოსახლეობისაგან ყურ­ძნის მოსავლის შეუფერხებლად შესყიდვისა და მისი გადა­მუშავებისათვის, აგრეთვე ქართული ღვინის ექ­სპორ­ტის ხელშესაწყობად საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ ექსპორტის წახალისების “ ქვე­პროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 01) გამოეყოთ სესხი:

ა) შპს „ რთველი 2008-ს “ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 231 289 290) 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი)  ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ბ) შპს „ ასკანელ ძმებს “ (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 200 040 222) 1 400 000 (ერთი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლო­ბისათვის წლი­ური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

გ) შპს „ კონიაკისა და ღვინის ქარხანა ვაზიანს “ (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 204 553 394) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

დ) შპს „ გუგულის “ (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 225 357 244) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ე) შპს „ საქართველოს “ (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 217 881 255) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პრო­ცენტიანი განაკვეთით;

ვ) შპს „ ქართული ღვინის სახლს “ (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 217 892 680) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლი­ური 3-პროცენტიანი განაკვეთით;

ზ) სს „ ოკამს “ (საიდენტიფიკაციო ნომე­რი – 232 539 125) 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 3-პროცენტიანი განაკვე­თით.

2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 15 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პრო­ცენტის გადახდა მოხდეს 16-27 თვეებზე განაწილებით.

3. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხის გაცემიდან 15 თვის გასვლის შემდეგ.

4. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.

5. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით (მათ შორის: ღვინის, ალკოჰოლური სპირტის, მანქანა-დანადგარებისა და ყურძნის წვენის მარაგის გირავ­ნობით), მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარან­ტიით ან/და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ე. შარაშიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მოახდინონ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის “ „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამით (საორგანიზაციო კოდი – 26 20 01) გათვალისწინებული ასიგნების შევსება „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინის­ტროსათვის გათვალისწინებული ასიგ­ნების ფარ­გლებში.

7. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქარ­თველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღ­ნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრმა ე. შარაშიძემ.

9. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                ვ.   გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია