იძულებით გადაადგილებული პირების კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში ხარჯების გაწევის ნებართვის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
557
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებული პირების კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში ხარჯების გაწევის ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №557

2008 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებული პირების კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისათვის საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში ხარჯების გაწევის ნებართვის მიცემის შესახებ

1. რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გადაადგილებული პირე­ბისათვის მათი დროებითი განთავსების ადგილებზე კვების ორგანიზების მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს (დ. ნამგალაური) ნება დაერთოს საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „ პატრიოტის“ ასიგნებათა ფარგლებში კვების ორგანიზების მომსახურებისათვის განხორციელებული სახელ­მწიფო შესყიდვების შედეგად ეკონომიის ფარგლებში დარ­ჩენილი თანხა – 1 080 337 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი და 53 (ორმოცდაცამეტი) თეთრი პროგრამის მონაწილეთა ნაცვლად გამოიყენოს იძულებით გადაადგილებულ პირთა კვების ორგანიზების მომსახუ­რების გასაწევად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი ხელშეკ­­რუ­ლების საფუძველზე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია