„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №161/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
191/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-04
სარეგისტრაციო კოდი
480180000.22.022.016711
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №161/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №191/ნ

2013 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №161/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №161/ნ ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge 28/10/2013, ს/კ: 480180000.22.022.016681) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ  დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის/პირველი მოადგილის თანაშემწე:

9.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

9.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის/პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ  1 წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint,            Outlook);

დ)       უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
ე) უპირატესობა მიენიჭება:

ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

ე.ბ) პირს, რომელსაც აქვს მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

9.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის/პირველი მოადგილის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ),,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია