|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში (შემდგომში - ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
1.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება – 2 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; დ) სასურველია უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ე.ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 1.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ვ) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება. |
2.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/უფროსი სპეციალისტი
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; დ) უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ე.ბ) პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. 2.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; დ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ე) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება. |
3.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება – ერთი წელი; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Internet Explorer, Microsoft Office PowerPoint) კარგად ცოდნა; დ) უცხოური ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ე.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ე.ბ) ზოგადი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 3.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ) საქართველოს შრომის კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ე) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება. |
4.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა
და
კოორდინაციის
სამმართველოს
უფროსი
4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე , ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას . 4.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები : ა ) უმაღლესი განათლება : ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ; ბ ) სამუშაო გამოცდილება : 5 წელი ; გ ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი ; დ ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება ; ე ) კომპიუტერული ( საოფისე ) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) კარგად ცოდნა ; ვ ) უცხოური ენების ( ინგლისური , რუსული ) ცოდნა .
ზ ) უპირატესობა მიენიჭება პირს , რომელსაც აქვს : 4.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა : ა ) საქართველოს კონსტიტუცია ; ბ ) საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი ”; გ ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ; დ ),, საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი ; ე ) „ ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონი ; ვ ) „ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება ; ზ ) „ ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ ნ ბრძანება .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება № 201/ ნ - ვებგვერდი, 06.12.2013წ. |
5.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი:
5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 4 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) ცოდნა; ვ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. 5.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილება; ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის N30/ნ ბრძანება; ზ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ს 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება № 149/ ნ - ვებგვერდი, 12.11.2014წ. |
6.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:
6.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 6.2. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) ცოდნა; დ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა. 6.3. ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ვ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანება; ზ) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ს 2014 წლის 12 ნოემბრის ბრძანება № 149/ ნ - ვებგვერდი, 12.11.2014წ. |