საქართველოს მთავრობის
განკარგულება №507
2009 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საომარი მდგომარეობის დროს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა “ და შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის “ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის შესახებ
საომარი მდგომარეობის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა ტრანსპორტირებისა და სხვა ღონისძიებებისათვის მოხმარებულ საწვავზე წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და წალკის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 60 137,0 (სამოცი ათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, მათ შორის:
ა) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს სს „ ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად – 39 680,0 (ოცდაცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი;
ბ) წალკის მუნიციპალიტეტს შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად – 20 457,0 (ოცი ათას ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან განახორციელოს შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 19 080,0 (ცხრამეტი ათას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „ საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან განახორციელოს შპს „ სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 2 595,0 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური