საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
549
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-08-25
გამოქვეყნების თარიღი
2008-08-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №549

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. საომარი მოქმედებების შედეგად გორის მუნიციპალი­ტეტის ტერიტორიაზე დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე­ობის ოჯახებისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით სა­ქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” სა­ქართველოს კანო­ნით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გორის მუნიცი­პალიტეტის გამგეობას გამოუყოს 140 000 (ას ორმო­ცი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზ­რუნ­­ველყოს თითოეული დაღუპულის ოჯახისათვის (14 ოჯა­ხი) 10 000 (ათი ათასი) ლარის გადაცემა.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ადმი­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშუ­რის მუნიციპა­ლი­ტეტები) ვ. ვარძე­ლა­შვილმა.

4. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 25 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი             ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია