სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
781
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 781

2009 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 16 ოქტომბრის № 16/1320 წერილი) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ქ. სიღნაღში, დავით აღმაშენებლის ქ. № 2-ში მდებარე 2005 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 56.14.18.153) გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

 პრემიერ-მინისტრი                                                                           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია