საქართველოს მთავრობის
განკარგულება №395
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„ ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 293 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის № 293 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ საქართველოში საკარანტინო მავნე ორგანიზმის – კარტოფილის ჩრჩილის (Phthorimaea operculella zell) შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სასურსათო კარტოფილის იმპორტი 2009 წლის პირველ ივნისამდე. “ .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური