საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №542
2008 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 503 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 63-ე მუხლის თანახმად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის № 503 განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. № 1-10 დანართებით გამოყოფილი თანხა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიიმართოს მიმდინარე წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა კვებით უზრუნველყოფისათვის. “ .
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე