საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №539
2008 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა“ იაფი კრედიტის“ „ ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის“ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 აგვისტოს № 538 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის “ „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის “ სესხის გაცემისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 აგვისტოს № 538 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის “ „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამის ფარგლებში შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის “ და შპს „ ურეხისათვის “ სესხის გაცემისა და შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფისათვის “ სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განსახორციელებლად ნებართვის მიცემის შესახებ “ .
2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო სურსათის მოსალოდნელი დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ხორბლის ფქვილის შეძენის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი - 26 20 01) მიეცეს სესხად შპს „ სახელმწიფო უზრუნველყოფას “ 12 500 000 (თორმეტი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარისა და შპს „ ურეხს “ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 2-პროცენტიანი განაკვეთით. “ .
3. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყოს 24 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 24-36 თვეებზე განაწილებით. “ .
მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მოახდინონ „ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის „ „ ექსპორტის წახალისების “ ქვეპროგრამით (საორგანიზაციო კოდი 26 20 01) გათვალისწინებული ასიგნების შევსება „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან.
მუხლი 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე