„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია `Sierra OiL Enterprises AG~-ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №187 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
389
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-05-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია `Sierra OiL Enterprises AG~-ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №187 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №389

2009 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ Sierra OiL Enterprises AG “ - ს შორის შვეიცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის № 187 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ საქართველოს ენერგეტიკის სამინის­ტრო­­სა და კომპანია „ Sierra OiL Enterprises AG “ - ს შორის შვეი­ცარიის საოლქო სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავ­რების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონის­ძიებათა უზრუნველყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №187 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ Sierra OiL Enterprises AG “ - ს შორის მიმდინარე სასამართლო და­ვის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ფინან­სუ­რი უზრუნველყოფისათვის საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნის­ტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველ­ზე გამოუყოს შესაბამისი თანხა.”.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია