საქართველოს მთავრობის
განკარგულება №388
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო პროგრამა „ იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის № 129 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ მ “ ქვეპუნქტი:
„ მ) შპს ,,ნეოპრინტი “ – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 204 963 762).”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური