„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ისნის“ (ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ისნის“ (ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „მართვეს“ (ცოტნე დადიანის №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის №584 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №37

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„ სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის“ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ ისნის“ (ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ მართვეს“ (ცოტნე დადიანის №134) არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის №584 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის №27.15.870 დადგენილების გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 12 ოქტომბრის №584 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და სათაური, პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ სპორტსმენებისა და მოყვარულთათვის სპორტულ ცენტრებში საუკეთესო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად საპრივატიზაციო პროგრამის “ ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ ისნის “ (ბოჭორმის ქუჩა №14), სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ მართვეს “ (ცოტნე დადიანის №134) და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის გზით გამოვლენილი პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადების წარდგენის თაობაზე

1. „ სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის მთავრობის მიერ განხილული წინადადებებიდან შერჩეულ იქნეს შპს „ დევილაქის “ წინადადება და შპს „ დევილაქს “ 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალი „ ისანი “ , მდებარე ბოჭორმის ქუჩა №14-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/17/13/42/9) (შენობა – 1300 კვ.მ., მიწა – 1339 კვ.მ), სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ მართვე “ , მდებარე ცოტნე დადიანის №134-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/12/12/20/04) (მიწა – 16994 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01/18/5/8/021) (მიწა – 6474 კვ.მ) არსებული უძრავი ქონება.

აღნიშნული ობიექტების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ინვესტორისათვის გადასაცემი ქონება, მდებარე ბოჭორმის ქუჩა №14-სა და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ ხდება მისი საკუთრება და ინვესტორს აქვს უფლება გამოიყენოს იგი სურვილისამებრ;

ბ) საინვესტიციო ობიექტი, მდებარე ცოტნე დადიანის №134-ში ინვესტორს გადაეცემა საკუთრების უფლებით. ინვესტორი ვალდებულია მოახდინოს საინვესტიციო ობიექტის რეაბილიტაცია №7 დანართის შესაბამისად და განსაზღვრული სპორტული პროფილი შეუნარჩუნოს 10 (ათი) წლის განმავლობაში;

გ) ინვესტორმა ამ პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ობიექტის აღჭურვა და №1 დანართში აღნიშნული სავალდებულო სარემონტო-სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეში;

დ) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ინვესტორს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ჯარიმა 600 აშშ დოლარის ოდენობით;

ე) საინვესტიციო ობიექტის მშენებლობისა და აღჭურვის ვადის 3 თვეზე მეტი პერიოდით დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად და ინვესტორს ჩამოერთმევა საბანკო გარანტიით წარმოდგენილი თანხა;

ვ) ინვესტორმა ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოადგინოს საბანკო გარანტია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით, საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 პროცენტს;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან ერთი თვე;

თ) ინვესტორი ვალდებულია №2 დანართის შესაბამისად შეიმუშაოს სახელმწიფოს მიერ სპორტსმენებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობისათვის 10 წლის განმავლობაში გასაცემი ყოველწლიური ვაუჩერის შესაბამისი სააბონემენტო გამაჯანსაღებელი პაკეტი;

ი) ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიაში წარადგინოს განსახორციელებელი ინვესტირების ხარჯთა ნუსხა;

კ) ინვესტორი ვალდებულია ქ. თბილისის მერიის მოთხოვნისთანავე ან ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს გადაწყვეტილება შპს „ დევილაქისათვის “ ბოჭორმის ქ. №14-ში მდებარე ქ. თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების (კომპლექსური) მთავარი ცენტრის სპორტის სახეობათა ფილიალ „ ისნის “ , ცოტნე დადიანის №134-ში მდებარე სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს „ მართვეს “ უძრავი ქონებისა და ხეივნის ჩიხის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი     ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია