საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
35
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 35

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხვის შესახებ

1. „ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ “ დებულების დამტკი­ცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის № 96 დადგენილების შესაბამისად მოწონებული იქნეს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმი № 24 და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობიდან 53 342,4 ჰა ფართობი ჩაირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მ. მიმინოშვილი) ამ განკარგულე­ბის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია