საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №524
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის № 1-1/1525 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე