„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №29

2007  წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №1-1/95 ბრძანება).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია