საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
235
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 235

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2008 წლის მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 845 000 (რვაას ორმოცდახუთი ათასი) ლარი დანართის მიხედვით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                        ვ. გურგენიძე

დანართი

 

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი

ქალაქები

თანხა (ლარობით)

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

375.0

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

60.0

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

60.0

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

350.0

სულ:

845.0

 

 

კრებსითი — სრული ვერსია