საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
310
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2017-12-15
სარეგისტრაციო კოდი
010240020.10.003.017477
საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №310

2013 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15  დეკემბრის დადგენილება № 548  – ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 1
1. სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
2. სახელმწიფო მინისტრმა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები.

3. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართ­ლე­ბ­რი­ვი უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აპარატის დებულება დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილება №512 - ვებგვერდი, 21.11.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15  დეკემბრის  დადგენილება № 548  – ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15  დეკემბრის  დადგენილება № 548  – ვებგვერდი, 15.12.2017წ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია