საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №513
2008 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
,,2006/07 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა წასახალისებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის № 253 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1.,,2006/07 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა წასახალისებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ივნისის № 253 განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების შემდეგ დარჩენილი სასკოლო ჩანთები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცეს 2008/2009 სასწავლო წლისათვის ქვეყნის პირველკლასელებს.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე