|
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.145.016033) დამტკიცებული №5 დანართი შეიცვალოს ახალი №5 დანართით:
,,დანართი №5 კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამის (ორგანიზაციული კოდი 90 6 01 12) მუხლი 1. პროგრამის მიზანი კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების უზრუნველყოფა. მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს: ა) 2013 წლის 25 ნოემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვისათვის გადასაცემი საჩუქრის მოცულობას (გადასაცემი საჩუქრის მოცულობა თითოეული ბავშვისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვებისათვის საჩუქრების მიწოდება. მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4.0 ათასი ლარის ოდენობით”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|