საქართველოს მთავრობის
განკარგულება №368
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
ქ . ლონდონიდან საქართველოს მოქალაქის დავით ჭითავას გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისათვის (წარმომადგენლობებისათვის) განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 7 350 (შვიდი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი ქ. ლონდონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დავით ჭითავას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური