საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
225
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 225

2008  წლის  17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოსა და ზემო ომალოს რეაბილიტაციის შესახებ

1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კა­ნო­ნის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სა­მინისტრომ მისთვის „ საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ასიგ­ნებათა ფარგლებში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უზრუნველყოს:

ა) 2008-2009 წლებში საჯარო სამართლის იური­დიული პირის – ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელ­მწიფო ისტორიული მუზეუმის არსებული შენობის სარეაბი­ლიტაციო და ახალი შენობის სრული საპროექტო დოკუმენ­ტაციის მოსამზადებლად საჭირო შესყიდვის განხორციელება;

ბ) 2008 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დართლოს და ზემო ომალოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის II ეტა­პისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია